|
2019-11-30 13:23:58, 4295 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა
მადრიდში გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მე-60 საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში, საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტად ოფიციალურად დასახელდა. შეხვედრას საქართველოს დელეგაცია ესწრებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრი ლუის პლანასი გამოვიდა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ორგანიზაციაში ახალი წევრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ესპანეთის სამეფო მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში და სთავაზობს მას ცოდნის გაზიარების, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომისა და ზეთისხილის წარმოების ესპანური გამოცდილების გაზიარებას. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, საქართველოს წევრობა აღნიშნულ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანია, ვინაიდან, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, ხარისხიანი პროდუქციისთვის გასაღების ბაზრებზე წვდომას და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით, სწორი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვას. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზეთისხილს გააჩნია უნიკალური თვისება, ხელი შეუწყოს დეგრადირებული ნიადაგების აღდგენას და შეამციროს მავნე ზეგავლენა კლიმატზე. ამასთანავე, მისგან წარმოებული პროდუქტი ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და გააჩნია პრევენციული მოქმედების უნარი მრავალი დაავადების წინააღმდეგ. „ახალი პლანტაციების გაშენება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საბჭო საკუთარი წევრებისთვის ითვალისწინებს ინვეტიციების მოზიდვასა და საერთო სტანდარტით წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში ხელშეწყობას“, -განაცხადა ხატია წილოსანმა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, საქართველოს სახელით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ზეთისხილის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე წარადგინა. შეხვედრის დასასრულს, მადრიდში, ორგანიზაციის წინ, 17 ქვეყნის დროშის გვერდით საქართველოს დროშა აღიმართა და ეზოში, საქართველოდან ჩამოტანილი ზეთისხილის ნერგი დაირგო. ქართული დელეგაცია წარმოდგენილი იყო, როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებით: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში, ანდორას, ალჟირის და მაროკოს სამეფოში, ილია გიორგაძე, საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და კომპანიის „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს დაარსდა და 17 ქვეყანას აერთიანებს. 2019 წელს თავმჯდომარე ქვეყანა ეგვიპტის სამეფო იყო. საქართველოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში მადრიდის ათასწლოვანი ზეთისხილის რეკრეაციული ზონა დაათვალიერა, სადაც 500-მდე უნიკალური სახეობის ზეთისხილის ათასწლოვანი ხე იზრდება.
(NS)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)