|
2019-11-30 12:50:41, 4331 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, არც ერთი სახელმწიფო ქონება არ იყოს მოცდენილი
„რამდენიმე მსხვილ ობიექტზე, მათ შორის ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაზე, ამ ეტაპზე, გამიჭირდება თქმა, გადავწყვეტთ თუ არა მათ პრივატიზებას. ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა, რომ მოხდეს, მაგალითად, პარლამენტის შენობის გასხვისება, როგორც ეკონომიკის მინისტრი, არანაირად არ გამოვრიცხავ, მაგრამ მანამდე უნდა მოხდეს ამ ქონების ინვენტარიზაცია-შეფასება, რაც უკვე დაწყებული გვაქვს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დღის ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქონების ინვენტარიზაცია და შეფასება ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია, რომელიც ყოველთვის მიმდინარეობს, როდესაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თავის ბალანსზე იბარებს ობიექტს. „მაგალითად, დღეს ხდება, პარლამენტის, როგორც ორგანიზაციის ბალანსიდან ამ შენობის გადმობარება და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ამ ქონების ინვენტარიზაცია-შეფასება. სხვა საკითხია, შემდგომში რა მოხდება და რას გადავწყვეტთ - ჯერჯერობით ვიფარგლებით იმით, რომ შევაფასოთ ეს ობიექტი და შემდეგ მთავრობაში ვიმსჯელოთ მის განკარგვაზე" - აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორც მინისტრმა განმარტა, მთავრობის მთავარი ამოცანა არის არა ასეთი ქონების გასხვისება, არამედ მისთვის რაციონალური ფუნქციის მოძებნა. „სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ შემდგომ ტაქტიკას - ეს იქნება აუქციონით პრივატიზება, სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება და მართვაში გადაცემა თუ საინვესტიციო პირობებით ინვესტორის მოძებნა - ეს ტაქტიკაა, მთავარი ამოცანა კი ის არის, რომ შენობა აუცილებლად უნდა იყოს თავისი ფუნქციონალით გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გვაქვს დავალებაც მიღებული, რომ ვიფიქროთ ასეთი შენობების დატვირთვაზე, მისთვის სწორი ფუნქციონალისა და მისიის მოძებნაზე, რადგან ამაში ბიუჯეტის, ხალხის ფულია დახარჯული", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არსებობს მოთხოვნა ბაზარზე, რა თქმა უნდა, მთავრობა იფიქრებს კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის ყველაზე მორგებულ ფორმაზე, დანარჩენი კი არის ტაქტიკის ნაწილი. „ჩვენი ამოცანაა, არც ერთი სახელმწიფო ქონება არ იყოს მოცდენილი“, - აღნიშნა მინისტრმა.
(NS)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)