21:06 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 16:23:48, 3786 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი გილაური პროექტზე „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს": ჩვენ უფრო მეტი ასეთი ინიციატივა გვინდა

მასშტაბური პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომლის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გამართა, ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „საქართველოს კაპიტალის" გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ასევე ნებართვებს, რომელიც კერძო სექტორს ინვესტირებას გაუმარტივებს.

„ჩვენ უფრო მეტი ასეთი ინიციატივა გვინდა. ამდენად, მსგავს ინიციატივებს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ვისარგებლებთ იმ შესაძლებლობებით, რასაც ბიზნესს აღნიშნული პროექტი აძლევს. ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასტუმროების, განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი გიგალურმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიულ პრივატიზება დაიწყო, რომლის მიზანსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. აუქციონებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უკვე დღეიდან შეუძლია.

პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს. პრივატიზების პროცესი იქნება  გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ობიექტების ნუსხა მუდმივად განახლებადია და მას ბიზნესისთვის საინტერესო სხვა ობიექტები დაემატება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics