|
2019-11-28 15:35:14, 1075 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში 80 ქუჩა, გამზირი და აღმართი კაპიტალურად შეაკეთა
„თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში 80 ქუჩის, გამზირისა და აღმართის რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოები განახორციელა". ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 145 389 000 ლარი დაიხარჯა. „თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში 80 ქუჩის, გამზირისა და აღმართის რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოები განახორციელა. აღნიშნული პროექტებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 145 389 000 ლარი დაიხარჯა. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 781 205 მ2 ფართობის გზის საფარი. დასრულდა შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები: შარტავას ქუჩა, სარაჯიშვილის გამზირი, კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლები, ნოდარ დუმბაძის გამზირი, პეტრიწის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, რობაქიძის გამზირი, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზა, ფალიაშვილის ქუჩა. ლეხ კაჩინსკის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, ჩიქოვანის ქუჩა და სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების შიდა გზები. ამჟამად ხორციელდება კახეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, დავითაიასა და მთისძირის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა. საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 2-წლიან პერიოდში ბიუჯეტიდან 45 294 000 ლარი დაიხარჯა. დასრულდა სატრანსპორტო კვანძი კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძი გელოვანი-სარაჯიშვილის გადაკვეთაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე N83-ის მიმდებარედ არსებული N50 შახტის გადახურვის სამუშაოები, სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარედ წყალსადენი ქსელის, რკინა-ბეტონის გაბიონების და გარშემოსავლელის მოწყობა, მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია, ჭიჭინაძისა და თავისუფლების ქუჩაზე სანიაღვრე/სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და აღდგენა. მიმდინარეობს თამარ მეფის ხიდზე ასასვლელი პანდუსის რეაბილიტაცია, ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. 20 458 779 ლარი დაიხარჯა 109 ავარიული საცხოვრებელი კორპუსი გამაგრებაზე, ხოლო 4 345 000 ლარი ქალაქის მასშტაბით სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობაზე. კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძიებებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 052 000 ლარი დაიხარჯა, რაც ითვალისწინებდა „მშვიდობის ხიდის“, ასევე, გმირთა მოედანზე მემორიალური სვეტისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობას; ვარდების მოედანზე 300 წლის ზეთისხილის ხის ირგვლივ არსებული ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოპირკეთებას, დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენას, მისამართების აღმნიშვნელი აბრების დამზადებას და მონტაჟს; საფეხმავლო ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს; კლდეებიდან ავარიული კლდოვანი ფენის მოხსნის და ჩამოშლილი კლდოვანი გრუნტის მასის გასუფთავება-გატანის სამუშაოებს და შადრევნების მოვლა-პატრონობას“, - აღნიშნულია მერის განცხადებაში.
(NS)
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)