23:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 10:51:27, 899 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოაწყო. ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 4 000 კვ.მ-ზე განთავსდა.

სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

„კრწანისის გამგეობის მიერ ზემო ფონიჭალაში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცე შეიქმნა. ეს ტერტიტორია ავტოფარეხებით იყო დაკავებული. როდესაც ჩვენ გამოვთქვით ინიციატივა, რომ ავტოფარეხების აღების შემთხვევაში, სკვერის მოსაწყობად  ყველაფერს დედაქალაქის მერია ან გამგეობა გააკეთებდა, მოსახლეობა შეიკრიბა და  ავტოფარეხებისგან ტერიტორია გაათავისუფლა. დღეს ამ ადგილას კარგი დასასვენებელი სივრცე გვაქვს, სადაც ყველა თაობის ადამიანს შესაბამისი კუთხე აქვს. ბავშვებისთვის სპორტული მოედნებია და სკვერი გამწვანებულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა რაიონში, უბანში ანალოგიური მწვანე სივრცე გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. სკვერში გასართობი ატრაქციონებით ოთხი საბავშვო ზონა განთავსდა და რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 406 800 ლარი გამოიყო.

სკვერის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი. საღამო ბენდის - „Seenთეზი“ კონცერტით გაგრძელდა. საზეიმო ღონისძიება კი ფოიერვერკით დასრულდა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე კრწანისის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics