|
2019-11-25 19:15:34, 1676 ნახვა
ეკონომიკა
გერმანიასა და ბრაზილიასთან ქართველი მეზღვაურების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესახებ მემორანდუმები გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა გერმანიასა და ბრაზილიასთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმები გააფორმა. გერმანიის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის ფედერალურ სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმი საზღვაო ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, საქართველო გერმანიას განიხილავს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს საზღვაო სფეროში. იმ პროგრამებს შორის, რომელსაც ქვეყნები ახორციელებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ტექნიკური დახმარებისა და საზღვაო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პროგრამა, რაც მომავალში გერმანულ სტანდარტებთან დაახლოვების საშუალებას მოგვცემს. რაც შეეხება მეორე მემორანდუმს, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გააფორმა ბრაზილიის შესაბამის უწყებასთან. საუბარია ბრაზილიასა და საქართველოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარებაზე, რომელიც ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა მისცემს, დასაქმდნენ და იმსახურონ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე. რომელთა რიცხვიც, დღევანდელი მდგომარეობით, 766-ს შეადგენს. მემორანდუმებზე ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის რიგით 31-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს. მინისტრი მოხსენებით გამოვა ორგანიზაციის სესიაზე, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს პოტენციალზე და მის კონკურენტულ უპირატესობებზე საზღვაო გადაზიდვის კუთხით, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებას იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააცნობს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და რომელიც უახლოეს მომავალში არსებითად შეცვლის საზღვაო სექტორს ჩვენს ქვეყანაში. ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უკვე შეხვდა საბერძნეთისა და კვიპროსის საზღვაო ტრანსპორტის კურატორ მინისტრებს, რომლის დროსაც განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებას საბერძნეთისა და კვიპროსის გემებზე. ასევე დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრების გამართვა საფრანგეთის, აშშ-ს, ესტონეთის, ჰოლანდიის, მალტის და სინგაპურის დელეგაციებთან. გარდა ამისა, ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდება.
(NS)
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების პროვოკაციული გზავნილები ბათუმში
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



