|
2019-11-23 10:26:45, 3300 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმო პროდუქციას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტანს
2018 წლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო მოქმედებს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5,000,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია. სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი, 140-მდე. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22000. პროდუქციის რეალიზაცია დაგეგმილია საექსპორტო ბაზარზე. წელს პირველად, კომპანიამ 100 ტონა სხვადასხვა სახის კენკროვანი ხილის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელა; მომავალ წელს რაოდენობის 3-ჯერ გაზრდა იგეგმება. ამასთანავე, კომპანია მზად არის პირველადი პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბაროს და წარმოება გაზარდოს. ექსპორტზე გასატანად პროდუქციის მომზადების პროცესს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. „სახელმწიფოს მხრიდან აგრარული დარგის მხარდასაჭერად არაერთი პროექტი ხორციელდება. სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის ხელშესახები შედეგების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. შპს „გლენბერი“ მრავალ წარმატებულ ბენეფიციარს შორის ერთ-ერთია, რომელმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების საწარმო შექმნა და დღეს უკვე ქართული პროდუქციის ექსპორტს აშშ-ში ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 212 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, შიდა-ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო შეიქმნა.
(NS)
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)