10:37 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 12:06:06, 24583 ნახვა

კულტურა
22-23 ნოემბერს თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის ფორუმი იმართება.

ღონისძიება დღეს, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტში“ ექსპერტთა დახურული სამუშაო შეხვედრით გაიხსნება. 23 ნოემბერს საპანელო დისკუსიები Expo Georgia-ს III პავილიონში განახლდება, რომელზე დასწრებასაც ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ამ დღის მთავარი თემები იქნება არტისტის შემოქმედების და აუდიტორიის განვითარება, ტურიზმი და ფესტივალები, კულტურული გაცვლის შესაძლებლობები და ფორმატები, მუსიკის ექსპორტი.

მუსიკალურ ფორუმს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან. მათ შორის არის ბილ ბრაგინი, აბუ-დაბიში NYU-ს ხელოვნების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და globalFEST-ის თანადამფუძნებელი. New York Times ბრაგინს საშემსრულებლო მუსიკალური ბიზნესის ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას უწოდებს. ასევე, რულ ვანჰუკი - BOZAR-ის (ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში) მუსიკალური პროგრამების დირექტორი და ფრანჩესკა ჩერეტანი - ევროპის ჯაზ გაერთიანების კოორდინატორი.

ღონისძიების მიზანია საქართველოში მუსიკის ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ფორუმი ტარდება პრომოუტერების, საკონცერტო სივრცეების მენეჯერების, მუსიკოსების, არტისტ მენეჯერების, პროდიუსერების, ფესტივალების ორგანიზატორებისა და მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისათვის. ქართველი და უცხოელი სპიკერები ერთად განიხილავენ მუსიკალური ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს, გამოწვევებსა და მიღწევებს.

ორივე დღეს, საღამოს 8 საათიდან ფორუმის შოუქეისი და კონცერტი ჯაზ კლუბ Singer-ში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია Kavkaz Jazz ფესტივალი. საორგანიზაციო ჯგუფმა ფესტივალის 10 წლის იუბილეზე გადაწყვიტა მსმენელსა და სამხრეთ კავკასიაში მუსიკის ინდუსტრიის განვითარების მსურველებს ახალი ფორმატის ღონისძიება შესთავაზოს, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილოს ლოკალური გამოწვევები თუ შესაძლებლობები.

Kavkaz Jazz ფესტივალი საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. პროექტი შეიქმნა როგორც მშვიდობის მატარებელი პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში კულტურული დიალოგის განმტკიცებისთვის.

მუსიკის ფორუმისა და შოუქეისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ღონისძიების FB ივენთზე: http://bit.ly/2Ckf3y9

 
 


(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics