21:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 12:58:10, 983 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„დაახლოებით 50 წელია, რაც გორდის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები არ შესრულებულა. გზის საფარი მთლიანად ამორტიზებული იყო და ნალექიან ამინდში მოქალაქეებს ძალიან უჭირდათ გადაადგილება. დავასრულეთ ქუჩის კაპიტალური შეკეთება და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. რამდენიმე დღეში გორდის ქუჩაზე ხის ნერგებსაც დავრგავთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 325 000 ლარი დახარჯა.       

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics