|
2019-11-20 13:20:46, 3120 ნახვა
ეკონომიკა
ფარდების თანამედროვე ტენდენციები - სად უნდა შეიძინოთ ფარდა ყველაზე იაფად
ოთახის სტილსა და ინტერიერს ბევრი დეტალის ერთობლიობა ქმნის, თუმცა ერთერთი მნიშვნელოვანი დეტალი ინტერიერში-ფარდაა. სწორად შერჩეული ფარდა, ოთახს ვიზულის გარდა, განსაკუთრებულ კომფორტსაც უქმნის. გაგაცნობთ თანამედროვე ტრენდებს ფარდაში. წელს აქტუალური მკვეთრი ფერებია რომელიც, ასევე, ტრენდულია ინტერიერშიც. თუ ოთახის ინტერიერი და ავეჯი ღია ფერისაა, ძალიან მომხიბვლელია ინტენსიური, მუქი ფარდები და პირიქით, ავეჯი ხასხასა და მკვეთრი ფერის გაქვთ, ეცადეთ ფარდაც ანალოგიური ფერი არ იყოს, რომ სივრცე ძალიან არ გადაიტვირთოს და მალე არ დაგღალოთ.. მრავალფეროვანია საფარდე კარნიზების არჩევანიც, თუმცა
წელს განსაკუთრებით მოდური ლუვერსიანი ფარდები და მეტალის კარნიზებია. ასევე აქტუალურია გრძელი ფარდები, რომელიც იატაკს ფარავს. ძალიან მოდურია რამდენიმე ფანჯრის თავზე ერთი კარნიზის გაკეთებაც და სხვადსხვა ფერის ფარდების ერთდროულად დაკიდებაც. ჩვენ ვიპოვეთ ადგილი, სადაც კომფორტულად, ერთ სივრცეში შეარჩევთ ფარდას, მიიღებთ მკერავის მომსახურებისა და ადგილზე მიტანის სერვისსაც ყველაზე იაფად ქალაქში- ეს ადგილი, საქართველოში ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტების ქსელი-„გორგიაა“, სადაც 500 მდე დასახელების ფარდა და მისთვის საჭირო ყველა აქსესუარი, საუკეთესო ფასად დაგხვდებათ. ფარდის სწორად არჩევაშიკონსულტანტებიც, რომლებიც ინტერიერის მიხედვით დაგეხმარებიან სასურველი ფარდის შერჩევაში და კვალიფიციურ რჩევებსაც მოგცემენ. „გორგიაში“ შეძლებთ, შეიძინოთ კრეპის, ტილოს, ორმხრივი და სხვა სახეობის ფარდები ისე, რომ არ შეგეშინდებათ ამინდის, არც დაღლის. მანქანასაც ჰიპერმარკეტის ავტოსადგომზე დააყენებთ და უპრობლემოდ გამოიტანთ შენაძენს მანქანამდე. შეძენილი ფარდების მოცულობიდან გამომდინარე შეკერილ საბოლოო პროდუქტს შეძენიდან მაქსიმუმ მეორე დღეს მიიღებთ. თუ შეკერვას შედარებით ცოტა დრო სჭირდება, შეგიძლიათ იქვე დაელოდოთ და იმავე დღეს მიიღოთ უკვე გამზადებული ფარდა. რაც შეეხება ფასებს, ეს საკითხი კიდევ უფრო საინტერესოდ და მომხიბვლელად ჟღერს. „გორგიაში“ ფარდის ღირებულება 7 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირიანი, ექსკულზიური მოდელები 31 ლარი ღირს. ექსკლუზიური მოდელები თურქეთის საწარმოებიდან პირდაპირ „გორგიაში“ მოდის. 1 მ. ფარდის ლენტის ღირებულება 0,40 ლარიდან იწყება. ერთი ლუვერსი კი 1,70 ლარი ღირს. ორფარდიანი კარნიზის საწყისი ღირებულება 1,25 ლარია. „გორგიაში“ შესაძლებელია ფარდა-ჟალუზის შეძენაც, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია და ინტერიერში კარგად შეხამებით საინტერესო შედეგსაც მიიღებთ. მათი ღირებულება 34-120 ლარს შორის მერყეობს.
(R)
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)