|
2019-11-20 10:34:20, 993 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდული კონკურსის - „დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული კონკურსი „დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“. კონკურსში მონაწილეობა ოცდათხუთმეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო და შერჩეულ ოთხ მონაწილეს ახალგორიდან, ქვემო ალვანიდან, რუსთავიდან და თბილისიდან გადაეცათ ჯილდოები ოზონის შრის შესახებ საუკეთესო ესეებისა და “ატმოსფერული ჰაერის დაცვის” შესახებ ვიდეომიმართვების მომზადებისათვის. „ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეების მოლოდინია, რომ მწვანე და უსაფრთხო სამყაროს დავუტოვებთ. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების მიმართულებით, თუმცა მომავალში მეტად უნდა ვიზრუნოთ გარემოსდაცვით განათლებაზე, ცხოვრების მწვანე წესის შემოღებაზე, წარმოებისა და მოხმარების მდგრადი პრაქტიკის დანერგვაზე“ - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს ლუიზა ვინტონი, საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელიც ესწრებოდა. „ახალგაზრდების ენთუზიაზმმა ჩვენი პლანეტის დაცვის საქმეში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კონკურსის მონაწილეები საკუთარ გადაწყვეტილებებს ეძებენ ცხოვრების მწვანე წესისა და მდგრადი მოხმარების საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი თავის სათქმელს ოჯახებამდე, მეგობრებამდე და მთლიანად საზოგადოებამდე მიიტანს“ - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა. აღნიშნული ახალგაზრდული კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2019 წლის 16 სექტემბერს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები, რომლებშიც 150-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრების შედეგად 35-მა მეათეკლასელმა გადაწყვიტა ესეებისა და ვიდეომიმართვების კონკურსში მონაწილეობა და საკუთარი სიტყვის თქმა ოზონის შრის დასაცავად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)