|
2019-11-19 15:58:25, 1289 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონში ავარიული აივნები გამაგრდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოები განახორციელა. ექვსი სადარბაზოს 30 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდა. სამუშაოების ფარგლებში, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება განხორციელდა. დაიგო დეკორატიული ფილები და ჩატარდა უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაცია. ასევე, ბოლო სართულის აივნები გადაიხურა ლითონის კონსტრუქციებითა და თუნუქით. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო. „გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. მერვე მიკრორაიონში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოები განვახორციელეთ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო - ცვიოდა ფილის ფრაგმენტები და ჩამონგრევის საშიშროება არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 30 აივანი გამაგრდა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოები გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბილდინგ კომპანიმ“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 233 446 ლარი დაიხარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)