|
2019-11-19 14:14:03, 1578 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ რუხაძე: გუშინ ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიწვია და დაგველოდოს
„ერთადერთი და მთავარი, რაზეც ყველა ვთანხმდებით, ეს არის ის, რომ ჩვენ ბრძოლის ბოლო ეტაპზე ვართ და აქ არავინ არ აპირებს გაჩერებას“,- ამის შესახებ „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობამ გუშინ აქციის დარბევა შეძლო, მაგრამ პარლამენტის შენობის პიკეტირება კვლავ გაგრძელდება. „ჩვენი აქციები გაგრძელდება , როგორც იცით, გუშინ საქართველოს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იმისთვის, რომ საქართველოს მონა დეპუტატებს შესძლებოდათ პარლამენტის შენობაში შესვლა, მათ გამოიყენეს სპეციალური დანიშნულების რაზმის უპრეცედენტო რაოდენობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დაერბიათ უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეები და მათ ეს გამოუვიდათ, რადგან ჩვენ მათ დავხვდით აწული ხელებით. რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, ერთადერთი და მთავარი, რაზეც ყველა ვთანხმდებით, ეს არის ის, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის ბოლო ფაზაში და უნდა დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი. პირიქით, დღეს საღამოს 19:00-ზე,მთავარი საკანონმდებლო ორგანოს პირდაპირ, რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით ყველანი და კიდევ ერთხელ ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილისგან პროპორციულ არჩევნებს, რაც შეეხება პიკეტირებას, ყველაფერი გაგრძელდება“,- განაცხადა რუხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)