|
2019-11-18 22:06:52, 1057 ნახვა
საზოგადოება
დაპირისპირება პარლამენტთან - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა. ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ მხარდამჭერებთან ერთად, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აღნიშნულს ადგილზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ინციდენტი უკვე ამოწურულია. აქციაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები სიტყვით გამოდიან და ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. შეგახსნებეთ, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქცია სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშალეს. შსს-ს ინფორმაციით, დაშლის დროს სულ 18 პირის დაკავება მოხდა. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)