|
2019-11-18 20:15:04, 1278 ნახვა
საზოგადოება
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრების და ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყანაში, ახლად ამოქმედებული, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გაცნობასა და სწავლებას ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოების, ასევე სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებას და იმ ღონისძიებების გატარებას, რაც შრომის უსაფრთხოების საკითხების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. დოკუმენტს ხელი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ადვოკატთა კორპუსის ჩართულობა ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს - „ადვოკატები წარმოდგენილი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით რეგიონალურ ჭრილში სადაც მეტია გამოწვევა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება. ადვოკატები თავიანთ კომპანიებში მოახდენენ საკითხის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით მოხდება მეტი პრევენცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება და ეს ქვეყანაში უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“. „მხარეებმა გადავწყვიტეთ, რომ ურთიერთანამშრომლობის ნიადაგზე მოვახდინოთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიური ტრენინგების ჩატარება, რაც ნამდვილად შეუწყობს ხელს შრომითი უფლებების დაცვას, მათ შორის უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნას ჩვენს ქვეყანაში და ამ მემორანდუმს მოჰყვება აქტიური ქმედითი ნაბიჯები ჩვენი ორი ინსტიტუციის მხრიდან,“- განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)