|
2019-11-16 12:16:38, 1781 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
„მონებო!“ - ასეთი შეძახილების ფონზე მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. ოფისთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ მათ შენობის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ შესასვლელებთან სამართალდამცველების კორდონები ჩადგა. აქციის მონაწილეები მათ კორდონის გახსნისკენ მოუწოდებენ, რის გამოც პერიოდულად ადგილი აქვს შეხლა-შემოხლას. შეგახსენებთ, მოქალაქეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. მოქალაქეები გარდამავალი მთავრობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)