|
2019-11-15 21:57:12, 1979 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, ინციდენტი მოხდა. მოქალაქე, გიორგი ქუჩულორია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობა შეახსენა, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა. აღნიშნული შემდეგ, ქუჩულორია სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. „არ ვიცი რატომ მაკავებენ, მივედი უგულავასთან, შეკითხვა დავუსვი, თუ ახსოვდა თავიანთი 9 წლიანი რეჟიმი. ვკითხე რისთვის იბრძვი-თქო, თავისუფლებისთვისო. თვითონ არის იმ 9 წლიანი რეჟიმის შემოქმედი უგულავა, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩებში ხოცავდნენ, ციხეებში სისხლს უმწარებდნენ, აწამებდნენ და დღეს გამოდის და იძახის, რომ მე ვიბრძვი თავისუფლებისთვისო“, - განაცხადა ქუჩულორიამ. ცნობისთვის, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის გამო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე მეორე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, დაშლას არ აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)