2019-11-09 14:55:12, 1631 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო განათებების მონტაჟის დაწყების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს, რომლის გამოც თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან მიაწოდეს.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან - გიორგი მინდელის ხიდამდე.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,