11:40 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 11:39:20, 2001 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და სასამართლოში უჩივლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს „ინტერნეისენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები.

აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის" მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა. 

შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს" დააკისრა პირგასამტეხლო. 

ამასთან, სააგენტოს მიერ განხორციელებული იქნა კომპანიის მიერ წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასება, რის გამოც  კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე.

შპს „ინტერნეიშენალ ივენთის" მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში. 

თავის მხრივ, სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის"  განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics