04:40 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 16:14:21, 2448 ნახვა

კომენტარი
გაერო-ს წარმომადგენელი - საგზაო უსაფრთხოება მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა, საქართველოში ამ მიმართულებით ნამდვილად შეინიშნება პროგრესი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა.

ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის ლუიზა ვინტონის განცხადებით, ზოგადად, საგზაო უსაფრთხოება, მსოფლიო მასშტაბით, დიდი გამოწვევაა. დღესდღეობით, ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება გზებზე. საქართველოში ნამდვილად ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების ტენდენციაა და შეინიშნება პროგრესი ამ მიმართულებით.

"გაეროს განვითარების პროგრამისთვის განსაკუთრებული პატივია დღევანდელ ღონისძიებას შემოუერთდეს და გააერთიანოს ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმ მნიშვნელოვან პრობლემასთან საბრძოლველად, როგორიცაა საგზაო უსაფრთხოება.

ზოგადად, საგზაო უსაფრთხოება, მსოფლიო მასშტაბით, დიდი გამოწვევაა. დღესდღეობით, ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება გზებზე. შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოება, როგორც პრიორიტეტი, აისახება  მდგრადი განვითარების მიზნებშიც.

მდგრადი განვითარების მიზანი, რომელიც 2020 წლამდე უნდა შესრულებულიყო, სამწუხაროდ, მსოფლიო მასშტაბით ჯერჯერობით ვერ სრულდება. მიზანი იყო ის, რომ განახევრებულიყო სიკვდილიანობა გზებზე. საქართველოში ნამდვილად შეინიშნება პროგრესი. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების ტენდენციაა, რაც ნამდვილად მისასალმებელია და ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ მუშაობა როგორც სამინისტროსთან, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ერთ დღეს ეს  რიცხვი ჩამოვიდეს ნულამდე“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics