08:11 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 17:50:49, 1979 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ ალავიძე: ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა.

ნიკოლოზ ალავიძემ მონაწილეობა მიიღო ფორუმის პანელში „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად", სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველო ცდილობს, ფეხი აუწყოს ახალი ტექნოლოგიების განვითარების ტემპს და ამ სფეროში უკვე არსებული პრაქტიკა და საუკეთესო გამოცდილება გაიზიაროს.

„ჩვენ ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ ტემპს და მივიღოთ საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა დიდი მოთამაშეებისგან. დარწმუნებული ვარ, ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ მომავალი წლისთვის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პარტნიორები ვართ გლობალური სამყაროსთვის, იმიტომ რომ ვფიქრობთ ლოკალურად, მაგრამ ვმოქმედებთ გლობალურად. ეს გახლავთ ჩვენი შანსი, საქართველოს მთავრობა ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებას. არსებობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე რამდენიმე წარმატებული სტარტაპი გვყავს ამ მიმართულებით, პოლიტიკა გვაქვს შემუშავებული და ვცდილობთ, ამ თვალსაზრისით სამოქმედო გეგმაც შევიმუშაოთ. ხელოვნური ინტელექტი შემდეგი ნაბიჯი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში", - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics