20:52 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 15:13:33, 1063 ნახვა

ეკონომიკა
ტიგრან ავინიანი: საქართველოს და სომხეთს აქვს პოტენციალი, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაკავშირებული ჩვენს მეგობრებთან

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტიგრან ავინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში, მნიშვნელოვანია რომ ორმა ქვეყანამ სინქრონიზებულად იმუშაოს ისეთ მიმართულებებში როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.

„სომხეთს სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანი აქვს, რომელიც იძლევა საშუალებას ყველაზე მოკლედ, ბანდერაბასის პორტიდან საქართველოს პორტებამდე იყოს კავშირი, რაც, რა თქმა უნდა, შეესაბამება აბრეშუმის გზის ინიციატივას. ენერგეტიკა გახლავთ კიდევ ერთი სფერო, სადაც ურთიერთდაკავშირებულობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვაშენებთ მესამე მაღალი ძაბვის ხაზს ირანთან და მაღალი ძაბვის ხაზს საქართველოსთან ურთიერთდაკავშირებული სადგურებით, რომლებიც სინქრონიზების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები საქართველოში, ასევე სომხეთში," - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ტიგრან ავიანიანმა.

მსხვილ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობებს შორის ჰარმონიზებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას. „თითოეულ ძირითად პროექტს, რომელიც შეიქმნა თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა გააჩნდეს სულ მცირე ეკონომიკური, რეალური საფუძველი. როცა ვსაუბრობთ მეგაპროექტებზე, ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, ციფრულ ინფრასტრუქტურაზეც კი, მწამს, რომ პოლიტიკის ჰარმონიზაცია არის უმნიშვნელოვანესი საკითხი." - აღნიშნა ტიგრან ავინიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების პროვოკაციული გზავნილები ბათუმში
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics