06:45 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 22:02:53, 14002 ნახვა

კულტურა
სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა. 2-სართულიან შენობაში ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის ღირებულებამ 397 000 ლარი შეადგინა.

ახლადაშენებული მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებთან ერთად გახსნეს.

გოდერძი ჩოხელის ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიებაც გაიმართა. ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს. წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი. ჩატარდა საცხენოსნო სპორტული შეჯიბრება. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი სამზარეულოს კერძები დაეგემოვნებინათ.

„დღეს, ჩვენი რეგიონისთვის და სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც, მჯერა, თითოეული ქართველი გაახარა. გოდერძი გამორჩეული პიროვნება იყო. მან საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში და კულტურაში. მოხარული და განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობის, გუდამაყრის შვილია“ - აღნიშნა შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

დღესვე, გუდამაყრის ხეობაში, ფართოზოლოვანი ინტერნეტი გაეშვა, რომელიც ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხეობებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას, ჯანდაცვის სერვისებზე და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზამთარში, კლიმატური პირობების გამო, გარესამყაროდან იზოლაციის დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაც იქნება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics