|
2015-07-16 16:51:09, 1126 ნახვა
სამხედრო
აშშ-ის თავდაცვის ატაშემ ქართველი სამხედროები დააჯილდოვა
„ამერიკულმა მხარემ, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, ქართველი ჯარისკაცები განსაკუთრებული დამსახურებისთვის გამოარჩია და ამერიკის სახელმწიფო ჯილდოები გადასცა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტია“, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ ამერიკული მხარის მიერ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოება. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ დიმიკმა შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის, 51-ე ბატალიონის 16 სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო მიღწევების მედლები და სპეციალური სიგელები გადასცა. ჯილდო კიდევ ერთ ჯარისკაცს ერგო, რომელიც ამჯერად ავღანეთში იმყოფება და ღონისძიებას ვერ დაესწრო. დაჯილდოების ცერემონიალზე აღინიშნა, რომ ჯარისკაცებმა ავღანეთში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში თავი განსაკუთრებით გამოიჩინეს. ანა დოლიძის განცხადებით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა, ერთი მხრივ, ქართული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ამაღლებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვან წინგადადმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით და მეტად ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს მეგობარი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი აღნიშნა, რომ ჯილდოები ქართველი მებრძოლების დამსახურების აღნიშვნაა და მათთვის დიდი სტიმულია. „ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ძალიან მაღალ სტატუსზე, რომელიც, ქართველმა მებრძოლებმა სისხლითა და ოფლით მოიპოვეს“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ დიმიკმაც მიმართა და მათ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. დაჯილდოების ცერემონიალს 51-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ექვსი თვის განმავლობაში მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. აღნიშნული ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა სამი თვის წინ ჩაანაცვლა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)