|
2015-07-16 13:53:25, 672 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ კომპანიებს რაიმე პრეტენზიები და დავა ექნებათ, სასამართლოში გაგრძელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ბაზარზე არსებული ხუთი მსხვილი ნავთობკომპანიისთვის კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, სანქციების დაკისრებას გამოეხმაურა. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, თუკი კომპანიებს რაიმე პრეტენზიები და დავა ექნებათ, პროცესი სასამართლოში გადაინაცვლებს. პრემიერის თქმით, მთავრობა ამ პროცესში არ ერევა. "კონკურენციის სააგენტომ დაასრულა კვლევა. გუშინ ვიხილეთ პირველი შედეგები, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი. არ მინდა, რომ კომპანიები დაიძაბონ, პირიქით, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას საქართველოში. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი მომხმარებლები, კომპანიის ინტერესებიც, მაგრამ უნდა წავახალისოთ ჯანსაღი კონკურენცია. ეს არის ჩვენი ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული. ასე რომ, ეს არის გამჭვირვალე პროცესი. თუ კომპანიებს ექნებათ რაიმე პრეტენზიები და დავა, ეს გაგრძელდება სასამართლოში. ამ შემთხვევაში მთავრობა არ ერევა ამ პროცესში, ეს არის კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე არსებულ ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები დაეკისრება. კონკურენციის სააგენტომ 2014 წლის 12 ნოემბერს დაწყებული საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) სასაქონლო ბაზრის მოკვლევა დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვისოლს“, „სოკარს“, „რომპეტროლს“, „გალფს“ და „ლუკოილს“ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო ჯამში 55 მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ. ვისოლი - 10,426 393 ლარი, ლუკოილი (4, 740 260), სოკარი (14 381 385), რომპეტროლი (10 885 806) და გალფი (11 267 384). ამასთან, ჯარიმები დაეკისრა შემდეგ კომპანიებს: შპს „L იოლი“, შპს „ითი აი“ შპს „ბინული 1“. მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვით, ანოტაციის სახით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (10 დღე) გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)