15:32 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 16:52:15, 16373 ნახვა

High - Tech
რატომ აღარ უნდა შევიძინოთ ძალიან ძვირადღირებული სმარტფონები

სმარტფონი-თანამედროვე ადამიანის შეუცვლელი თანამგზავრია, ის უკვე დიდი ხანია მხოლოდ ტელეფონი აღარ არის. ახალ სმარტფონებს იმაზე ბევრად უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე კომპიუტერებს და პლანშეტებს, ამიტომ მათი ფასი ყოველწლიურად იზრდება. 
ამდენი ფუნქციის შეთავსების მიუხედავად თანამედროვე მობილურ ტელეფონს ბევრი მინუსიც გააჩნია-ის ძალიან ფაქიზია, არასწორი გამოყენების ან დატენვის შემთხვევაში თქვენმა "ელექტრონულმა მეგობარმა" რაღაც ფუნქციების შესრულებაზე შეიძლება უარი "გამოგიცხადოთ".

მაგრამ მინუსები ქრება, როცა სმარტფონის დადებით ხმარეებს ვუყურებთ-უბრალოდ შეუძლებელია გააკეთო ამდენი რამ სხვა მოწყობილობით. ამოუწურავი ბიბლიოთეკა, მუსიკალური "ფლეერი", ნავიგატორი, სათამაშო კონსოლი, ფოტოაპარატი, ტელევიზორი, ბევრ სმარტფონს პულსის გაზომვის ფუნქცია გააჩნია, ზოგიერთის მეშვეობით სახლის ტექნიკის სამართავ უნივერსალურ პულტს ვიღებთ, 2018 წლიდან ბევრ მათგანს მონიტორზე მიერთების და ამგვარად პროცესორის ფუნქციაც დაემატა, არის ხალხი, ვინც სმარტფონზე პრეზენტაციებს აკეთებს, არიან ისეთებიც, ვინც სმარტფონზე ტექსტზე მუშაობას ახერხებენ და ბოლოს-უველაზე უმნიშვნელო ფუნქცია-ის რეკავს... 
რათქმაუნდა ყველა ამ ფუნქციას სხვადასხვა , ბევრი ელექტრონული მოწყობილობა უფრო კარგად შეასრულებს, მაგრამ სმარტფონი ამ ყოველივეს უნივერსალურ სინთეზს წარმოადგენს. 
მაგრამ რისთვის, ან ვისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ერთში? ვიყენებთ, თუ არა ჩვენ ძალიან ძვირადღირებულ ტელეფონებს მაქსიმუმზე, თუ ის ჩვენ მხოლოდ სალაპარაკოდ და ფოტოების გადასაღებად გვჭირდება? ხო-სოც.ქსელებიც...სულ ესაა. 
2018 წელს ვირჯინიაშ შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის მიზანი იყო გაერკვიათ, თუ რამდენად სრულფასოვნად გამოიყენებენ სმარტფონებს მათი მფლობელები. 


აღმოჩნდა, რომ ძვირადღირებული (700-1000+$) , სმარტფონების მფლობელებმა , მოწყობილობების ფუნქციებში და შესაძლებლობებში სრულად არ არიან გარკვეულები, ხოლო საშუალო საფასარის (300-700$) მქონე მოწყობილობების  პატრონებმა, საკუთარი ტელეფონების ფუნქციებს უფრო ღრმად იცნობენ და იყენებენ მათ. კვლევის დასკვნას ფსიქოლოგები იმით ხსნიან, რომ ძვირადღირებული სმარტფონების მფლობელებს უბრალოდ არ აქვთ გააზრებული, თუ რისთვის ყიდულობენ ისინი ამა,თუ იმ "დევაისს", ბევრი მათგანი მოდას არის აყოლილი, ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო ძვირია ტელეფონი, მით უფრო კარგად ასრულებს ის ყველა ოპერაციას. სინამდვილეში ასე არ არის.
ჩვენ შეუქცევადი და შეუპოვარი პროგრესის დროში ვცხოვრობთ და რაც დღეს ელექტროინჟინერიის მწვერვალად გვეჩვენება, შესაძლოა რამდენიმე კვვირაში ტოპ-ათეულშიც აღარ შევიდეს, ასე რომ ვაკეთებთ შემდეგ დასკვნას-რაც არ უნდა ძვირადღირებული სმარტფონი იყიდოთ, რამდენიმე თვეში მასზე უფრო მძლავრი მოდელი გამოვა, ამრიგად ვხვდებით, რომ თუ ყიდულობთ ძვირადღირებულ სმარტფონს იმისათვის , რომ "ბოლო მოდელი გქონდეთ", მისი "ბოლო მოდელობით" სიამაყე დიდი ხანი არ გიწერიათ. 
სხვანაირია მიდგომა იმ ხალხისა, ვინც ყიდულობს სმარტფონს ფუნქციონალისთვის და კარგად იაზრებს იმას,თუ რისთვის სჭირდება მათ მოცემული მოწყობილობა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ხელმისაწვდომი გახდა სმარტფონები, რომლებიც მძლავრი პროცესორებითა და მეხსიერებით არ გამოირჩევიან, მაგრამ სამაგიეროდ ტოპ-კლასის კამერები,შესაბამისად ფოტოშესაძლებლობები გააჩნია-სწორედ ასეთი ტელეფონია საჭირო ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც მთელ თავისუფალ დროს სოციალურ ქსელებში ატარებს.
კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, რომ რაც უფრო ძვირადღირებულია სმარტფონი, მით უფრო ბევრ ბიზნესმენს და ძალიან შეძლებულ ადამიანს მოუნდება მისი შეძენა. სინამდვილეში ბიზნესმენების უმეტესობას სმარტფონი მხოლოდ სალაპარაკოდ სჭირდებათ-დანარჩენი ოპერაციებისთვის ისინი როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, კომპიუტერს ამჯობინებენ. ასე რომ ბიზნეს კლასის ტელეფონი არ არსებობს-არსებობს მარკეტოლოგი, რომელმაც ძალიან ძვირადღირებულ მოწყობილობას ეს სლოგანი "მიაკრა".


და ბოლოს, ვის სჭირდება ტოპ სმარტფონი? სმარტფონი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია და ამას ყველაზე კარგად აკეთებს? ასეთი ადამიანებიც არსებობენ-ყველაზე მეტად მძლავრი სმარტფონები სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც კომპიუტერს არ იყენებენ, მათ ის უბრალოთ არ აქვთ. ამერიკელი მეცნიერების ზემოთხსენებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ თუ ადამიანს არ გააცნია სტაციონარული კომპიუტერი, ლეპტოპი ან პლანშეტი, ის საკუთარ ტელეფონს მაქსიმალურად იყენებს-ანუ ანაცვლებს ამ მოწყობილობით სხვა , უფრო მასიურ ტექნიკას, თუ თქვენც ხართ მობილურობის მოყვარული და გინდათ ყველა საჭირო ინფორმაცია,სურათი და ფაილი ჯიბით ატაროთ, თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ ძვირადღირებული ტელეფონი.
და ბოლოს-გახსოვდეთ, მობილური ტელეფონი მხოლოდ ნივთია,  რომელიც თქვენგან მოშორებით მყოფ ადამიანებს გაკავშირებთ, მაგრამ ვერც ერთი "ჩატი" ვერასოდეს შეცვლის ნამდვილ, ცოცხალ ურთიერთობას.

"მე მივხვდი, რომ რაღაცა უნდა ვუშველო ჩემს ნარკოტიკულ დამიკიდებულებას, როცა როცა ერთხელ მამაჩემს შობა ტელეფონით მივულოცე , მან ხანმოკლე პაუზის შემდეგ მითხრა:"კარგი, დედას ვეტყვი შენი თეფში მაგიდიდან აიღოს".იცოდნენ, რომ ვერ ჩამოვდივარ, მაგრამ ბოლომდე სჯეროდათ, რომ მათთან ერთად ვიქნები...
რობერტ დაუნი მუცროსი




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics