|
2015-07-13 14:39:20, 833 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: არ შეიძლება რკინიგზის აღდგენაზე იყოს საუბარი , როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები
,,ადმინისტრაციული ხაზი სამასი მეტრითაც რომც არ გადმოწეულიყო, ხაზს ვუსვამ ამას, არანაირი საუბარი აფხაზეთის მონაკვეთზე სატრანზიტო რკინიგზის აღდგენაზე არ შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატში აფზაზეთის რკინიგზის საკითხის შესაძლო განხილვას ეხებოდა. „ეს არის გამორიცხული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატური ქმედებები, როდესაც ხელი ეწერება ინტეგრირების ხელშეკრულებას ჩვენს რეგიონებთან, გამორიცხულია რაიმე ტრანზიტის აღდგენაზე საუბარი. რაც შეეხება მთლიანობაში ტექნიკური საკითხების განხილვას, როგორიც არის, მაგალითად, ლარსის საბაჟოზე ავტომობილების გადასვლა–გადმოსვლის საკითხი, ასეთი საკითხები აქამდეც იდგა, თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ვნახეთ ბოლო დღეების ქმედებები, ძალიან არასახარბიელო ფონია შექმნილი რაიმე ეკონომიკური საკითხების განხილვისა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)