|
2019-09-08 12:11:48, 1129 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალა, პარლამენტზე შტურმს ეძახის გამოხატვის თავისუფლებას
“ერთხელ და სამუდამოდ ყველანი შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობით, პოლიტიკური შედეგების და პოლიტიკური კონიუქტურის ცვლილება აღარ უნდა მოხდეს არასოდეს - ამისთვის არსებობს არჩევნები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, გახარიას შეფასებით, ფუნდამენტური პრობლემაა, როდესაც მოდელირებული რეალობით ვიღაც ცდილობს შტურმის ღამეს მოუგონოს სხვა სახელი, ან პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირება რაღაცით იყოს გამართლებული. „როდესაც მე ვსაუბრობდი სიმართლეზე, აქხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო, თუ რა არისჩვენთვის მიუღებელი. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლიანიპოლიტიკური ძალა, პარლამენტზე შტურმსეძახის გამოხატვის თავისუფლებას. ის ადამიანები,რომლებიც იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ანპირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს,რომ შეჭრილიყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტში,რომელიც არის დაცვის ობიექტი და მათპირდაპირი შტურმი მიიტანეს პოლიციის კორდონზე - ეს ადამიანები დღეს, ამას ყველაფერს სხვადასხვა სახელებით ამკობენ დაამბობენ, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება.მათ უბრალოდ, განცხადების დონეზეც არუნდათ, თუნდაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ერთხელ დასამუდამოდ ყველანი შევთანხმდეთ, რომ ამქვეყანაში ძალადობით, პოლიტიკური შედეგებისდა პოლიტიკური კონინუქტურის ცვლილებააღარ უნდა მოხდეს არასოდეს. ამისთვისარსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობსარჩევნები. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ესარის ის ძირითადი, ფუნდამენტური პრობლემა,როდესაც სიცრუე იკავებს სიმართლის ადგილს.როდესაც მოდელირებული რეალობით ვიღაცაცდილობს შტურმის ღამეს, მოუგონოს რაღაც სხვასახელი, ან როდესაც ფიზიკური დაპირისპირებაპოლიციასთან, შეიძლება რაღაცით იყოსგამართლებული. პოლიციასთან, რომელიც იცავსთავისი მოქალაქეების ჯანმრთელობას დასახელმწიფო ინსტიტუტს. უბრალოდშეუძლებელია, რომელიმე, თუნდაცგანვითარებად დემოკრატიულ სახელმწიფოში,მსგავს ქმედებას, მოჰყოლოდა ასეთი შედეგები.ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენიმოქალაქეების წინაშე და ვუთხრათ მათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა არსებულიდღევანდელი ხელისუფლებისთვის, ეს სიმართლე ჩვენ უნდა მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე, თითოეულ პასუხისმგებლიანმოქალაქემდე. ჩვენ ამისთვის ბევრი დრო არგვაქვს, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ გამოწვევები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, სულუფრო და უფრო მძაფრი ხდება და ჩვენი პასუხისმგებლობის დონეც იზრდება.“-განაცხადაგიორგი გახარიამ.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)