|
2019-09-02 12:48:49, 1176 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: სახელმწიფოს აკლდა ძირითადი სტრატეგიული განვითარების აქცენტები, რის გამოც ქვეყანა არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობდა
ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია და, სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული პროგრამებიც უმეტესად იყო მოკლევადიანი (ხშირად პოპულისტური) და ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო პერიოდზე ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც აქვს საქართველოს და განვითრების იმ ეტაპზე, რომელზეც სახელმწიფო იმყოფება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, რომელთა ერთობლიობა შექმნის სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს. „სწორედ ამ სტრატეგიული განვითარების ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარება, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა. განვითარების ეს სტრატეგიული მიმართულებები უნდა იყოს მკაფიო, გაზომვადი, რეალისტური და სარგებლობდეს საზოგადოების მხარდაჭერით. ჩემი შეხედულებით, ეს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა: 1) საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრა გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა; 2) განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი (21-ე საუკუნის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით); 3) განათლება, როგორც ეროვნული იდეა. სწორედ, აღნიშნული სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს შექმნა და დანერგვა გახდა ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის საფუძველი და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონსესუსი ამ საკითხზე. ამ მიმართვის მიზანიც გახლავთ ის, რომ მოგახსენოთ, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს ზემოხსენებული მიმართულებაში წარმატების მისაღწევად", - აცხადებს მამუკა ბახტაძე. მამუკა ბახტაძე საუბრობს ასევე ხუთ პრინციპზე, რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ პრინციპებად ჩამოყალიბდა, მათ შორის, ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა; ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა; მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა; ეფექტიანი, გამჭვირვალე, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატიის შექმნა; განათლების, ახალგაზრდობისა და ინოვაციების უპირობო პრიორიტეტად გამოცხადება და ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა და მასზე ზრუნვა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)