|
2019-08-14 14:45:03, 1423 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: მოვუწოდებ ტელევიზიებს, მოვიდნენ შემოთავაზებით, თუ როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას
"მოვუწოდებ ტელევიზიებს, მიმდინარე დავალიანებების გადახდა დაიწყონ დღესვე, ძველ დავალიანებებზე კი ველოდებით შემოთავაზებას, როგორ ხედავენ რესტრუქტურიზაციას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მაჭავარიანის განმარტებით მედიაბიზნესი არაფრით უპირატესი სხვა ბიზნესებზე არ არის. "იცით ალბათ, რომ რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის "იმედი", "რუსთავი 2" და "მაესტრო", მათ აქვთ ყველაზე მსხვილი დავალიანებები. საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ არსებობდა, ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა რაღაც ამნისტიისმაგვარი, ჩამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლებების დროს. მე მგონი დადგა დრო, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სახელით, მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში - შემდეგ 1-2 კვირაში - მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს, სხვადასხვა მოდელები არსებობს საგადასახადო ტვირთის ბიზნესზე გადანაწილების ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით. ამასთან, მიმდინარე ვალები უნდა გადაიხადოს ყველამ და აღარ მოახდინონ ვალების დაგროვება. მესმის, რომ ეს ძალიან სენსიტიური სექტორია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი და არაფრით უპირატესი არ არის სხვა ბიზნესსექტორზე. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)