|
2015-07-09 09:54:37, 629 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: აბრეშუმის გზა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ჩინეთი მეზობლებთან ერთად იმუშავებს
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჩინეთში ვიზიტზე ისაუბრა. როგორც მინისტრამ აღნიშნა, 28-29 ივნისს, პეკინში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელ დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელსაც 500 მილიარდი დოლარის კაპიტალი ექნება. „ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელ დოკუმენტს ხელი 57-მა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის არის ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. ეს არის ახალი ბანკი, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელებას და მას საკმაოდ სერიოზული კაპიტალი ექნება. ისინი ფიქრობენ, რომ საუბარია დაახლოებით 500 მილიარდ დოლარამდე, მომავალში არ გამორიცხავენ ამ თანხის ზრდას“, - აღნიშნა ხადურმა. მისივე თქმით, ის ჩინეთის პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრსაც შეხვდა, რომლებსაც აბრეშუმის გზის და ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. „ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ საქართველო მათთვის ერთ-ერთი პირორიტეტული ქვეყანაა. ისინი მზად არიან ამ ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით, ხელი შეუწყობ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით ეს ეხება აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას. ამასთან ჩინეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ აბრეშუმის გზა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ჩინეთი მეზობლებთან ერთად იმუშავებს. ჩვენ ჩინეთს შევთავაზეთ მივაწოდოთ ინფორმაცია ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)