|
2019-07-29 10:51:26, 3295 ნახვა
პოლიტიკა
დეიმონ უილსონი: ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
"ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა", - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმისთან" ინტერვიუში განაცხადა. უოლსონი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუკი საქართველოში არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს საქართველოს ტრაექტორია განსაზღვრონ. „ჩვენ თავისუფალ საზოგადოებებსა და ავტორიტარულ, კორუმპირებულ რეჟიმებს შორის დაპირისპირების ეტაპზე გადავდივართ. ქართველებმა იციან, თუ რომელ მხარეზე სურთ, რომ იყვნენ. ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა. იბრძოლეს იმისთვის, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ლიდერები დემოკრატიულად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ მას სურს საკუთარი მომავალი თავად შექმნას. და ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა. თუ საქართველოში არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს მათ განსაზღვრონ საქართველოს ტრაექტორია და არა თავად ქართველებმა“, - განაცხადა „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)