|
2019-07-25 15:35:46, 1964 ნახვა
პოლიტიკა
ოქრუაშვილი: ჩემი ვარაუდით, ივანიშვილი ხაზარაძის დაპატიმრებას აპირებს - ძალიან აჭრილი და გაღიზიანებულია
„ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან გაღიზიანებულია ყველა აქტიური ადამიანის მოქმედებით, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ოქრუაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა დ ბადრი ჯაფარიძის საქმეს გამოეხმაურა და მისი შეფასებით, „ხელისფლება აჭრილია“. „როგორც უკვე აშკარაა და თქვენთვისაც ნათლად ჩანს, ივანიშვილმა დაიწყო ტერორი, რაც პირველ რიგში გამოიხატა ჩემი მეგობრის და ჩემი დაცვის წევრის დაპატიმრებაში, რომელსაც იარაღი ჩაუდეს. გუშინ, გვიან სააპელაციო სასმართლომ უარი გვითხრა, მის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ მისთვის პატიმრობა. საერთოდ განუხილავი დატოვა და იმის ნაცვლად, რომ განეხილა და თუნდაც ფასადურად ეთქვათ უარი, საჩივარი საერთოდ არ მიიღეს. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს: მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე. ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან გაღიზიანებულია ყველა აქტიური ადამიანის მოქმედებით, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს და ამის გამო მან მამუკა ხაზარაძეს წაუყენა და ჩემი ვარაუდით, აპირებს მის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ერთ რამეს ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ეთამაშება. გარკვეული სახის ნაჯახით მოქმედება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებ მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)