|
2019-07-15 15:41:58, 1931 ნახვა
პოლიტიკა
„კელიაში ხატების ნაწილი დაბრუნებულია“ - დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანული მხარის შეხვედრა მიმდინარეობს
დავით გარეჯის ტერიტორიაზე, კელიიდან გამოტანილი ხატების ნაწილი უკან დააბრუნეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დავით ქაცარავამ განუცხადა. ქაცარავას ინფორმაციით, ქართულ-აზერბაიჯანული მხარის შეხვედრის გამო, უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკები ჩაკეტილია. „ახლა ვიმყოფებით დავით-გარეჯში, მეორე დღეა უკვე აქ ვართ. სიტუაცია დასტაბილიზებულია, განმუხტულია ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა, ამის ნიშნები დღეს აღარ არის. თუმცა, დღეს დაკეტილია მისასვლელი ბილიკები უდაბნოს მონასტერთან და ეს უკავშირდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრას, რომელიც, სავარაუდოდ, ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრა უნდა დაწყებულიყო დაახლოებით 14:00 საათზე და პერიმეტრის გადაკეტვა სწორედ ამის ნიშანია, რომ შეხვედრა ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ 7 მაისს დავიწყეთ და არც შეგვიწყვეტია პატრულირება, აქ ვმოძრაობთ უკვე 2 თვეა. გუშინ პატრულირების რიგითი დღე იყო, როცა მოხდა შეხლა-შემოხლა მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. საფუძველი ამ ინციდენტის ალბათ მაინც იყო 5 დღის წინ ხატების გამოტანა კელიებიდან და ქართული მხარისთვის გადმოცემა. ამასთან ერთად ისიც, რომ, ფაქტობრივად, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩვენი კელიები ტუალეტებად აქციეს. ეს საკითხები აღმოჩნდა აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის და, ყველაფერთან ერთად, ამ მოვლენებთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური პოზიცია ჩვენს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია. მე რამდენადაც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აქ არ ყოფილა. ხატების ნაწილი დაბრუნებულია კელიებში, ხოლო მეორე ნაწილი კიდევ დასაბრუნებელია, რომელიც ამჟამად ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“,- განაცხადა დავით ქაცარავამ. „ექსპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. ჩვენ დავინტერესდით ესწრება თუ არა საგარეო უწყების წარმომადგენელი დავით გარეჯში მიმდინარე შეხვედრას, თუმცა უწყებაში აღნიშნეს, რომ მათი წარმომადგენელი ტერიტორიაზე არ იმყოფება. კითხვაზე თუ რატომ არ იმყოფება მათი წარმომაგენელი დავით გარეჯში, პასუხად სასაზღვრო პოლიციასთან გადაგვამისამართეს, და აღნიშნეს, რომ საგარეო უწყება კომისიის მუშაობაში არის ჩართული.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)