|
2019-07-12 01:23:19, 1747 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მშვენიერაძე - ცრუობს ბატონი გახარია, რომ თურმე 3 თვე ეძებდა კანონში რამე ხელჩასაჭიდს, გავრილოვი რომ არ შემოეშვა
უფლებადამცველი და საქართველოს დემოკრატიული ინიციტივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია ცრუობს, როცა მბობს, რომ 3 თვე ეძებდა კანონში რამე ხელჩასაჭიდს, გავრილოვი ქვეყანაში რომ არ შემოეშვა. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოშვებაზე უარი შესაძლოა ეთქვას, თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში უცხოელის შემოშვებაზე ინსპექტირებას ახდენს შსს. ამავდროულად, შსს პირის შემოშვებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ჰქონდეს დასკვნა (სავარაუდოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული), რომელშიც უბრალოდ მიეთითება არ შემოშვების მიზეზი და რომელიც არ საბუთდება. ეს პოსტი იმის ილუსტრაციისთვის, როგორ ცრუობს ბატონი გახარია, რომ თურმე 3 თვე ეძებდა კანონში რამე ხელჩასაჭიდს, გავრილოვი რომ არ შემოეშვა და ვერ იპოვა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ საპარლამენტო ოპოზიციას ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხზე, 2-3 თვის განმავლობაში საკანონდებლო ცვლილებები უნდა განეხორციელებინათ, რითაც გავრილოვის ქვეყანაში შემოსვლა აიკრძალებოდა. „როდესაც საუბრობთ გავრილოვის შემოშვებაზე, უნდა იცოდეთ, რომ ამ დელეგაციაში იყო რამოდენიმე ადამიანი, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული, რომლებიც ჩვენ არ შემოვუშვით. გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, სამწუხაროდ, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით. თუ ვინმეს, მათ შორის ოპოზიციას, ესეთი ემოციური დამოკიდებულება აქვს ამაზე, მათ შეეძლოთ 2-3 თვის განმავლობაში დაეინიცირებინათ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში ოკუპაციის შესახებ კანონზე და ეთქვათ, ვინც ხმა მისცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, ისინიც არ შემოუშვათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)