|
2019-07-10 19:49:22, 1284 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას უნდოდა, სანქციები დაწესებულიყო
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაკეთდა მაქსიმუმი იმისთვის, რომ მიგვეღწია საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის - ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ასევე ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, EFTA - ს ქვეყნებთან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შექმნილი ვითარების კომენტირებისას, რომელიც საქართველოში წარმოიქმნა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. მინისტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ნათია თურნავას განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა გზა გაუხსნა ქართველ მწარმოებლებს 2,3 მილიარდ ახალ მომხმარებლამდე. „ეს არის ის შესაძლებლობა, რაც შევუქმენით ქართულ ბიზნესს. წინა მთავრობის მსგავსად, ბიზნესს კი არ ვაკონტროლებთ და კი არ ვკარნახობთ, რომელ ქვეყანაში რა გაიტანონ, არამედ მივეცით მათ სრული შესაძლებლობა და თავისუფლება, რომ შეღავათიანი პირობებით ჰქონოდათ წვდომა უზარმაზარ ბაზრებზე და თვითონ აერჩიათ, სად გაყიდონ საკუთრი პროდუქცია. ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც კარნახობს ბიზნესს, თუ სად რა გაიტანოს, ბიზნესი თავად ირჩევს. თუმცა ასევე ირჩევს ტრადიციულ ბაზარსაც, მათ შორის რუსეთის ბაზარს და ეს არის მათი არჩევანი, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მართალია რუსეთის ბაზარი ჩვენს ექსპორტში არ არის დომინანტი და გასული წლის მონაცემებით, ექსპორტში წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენს, მაგრამ ამ კონკრეტული მაჩვენებლის უკან დგას ათობით მეღვინე, ფერმერი, ასევე სხვა მწარმოებლები და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს და მათზე ვიზრუნოთ. ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გამოყო ტურიზმის სექტორი, სადაც რუსეთიდან ტურისტულ ნაკადებს 25 პროცენტი უკავია. „ამ მაჩვენებლის უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, ჩვენი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები, ტაქსის მძღოლები, რესტორნის მესვეურები, ვინც ელოდებოდა ამ მილიონ ტურისტს და არავის აქვს უფლება, პატივი არ სცეს ბიზნესის არჩევანს, ან ჩაერიოს მათ არჩევანში და შეურაცხყოფა მიაყენოს", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს სწორედაც რომ უნდოდა, დაწესებულიყო სანქციები, მიეღოთ ხისტი გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დააყენებდა რიგით მოსახლეობას. „ზარალი, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო, 4 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა და ამას თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობდა. დღეს ვიმყოფები ბათუმში, სადაც ვხედავთ დაცარიელებულ პლაჟებს, რაც არის იმ მავნებლური მიდგომის შედეგი, რასაც ამ ბოლო დროს ვხედავთ. ვგულისხმობ, ისტერიასა და ყოველგვარ ზღვარს გადასულ შეურაცხყოფას ქართული ღვინისა და მეღვინეების მიმართ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ, თუ ვინ არის, პასუხისმგებლიანი მთავრობა, როგორ ვიქცევით და ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დაბალანსებულ მიდგომას ვიჩენთ, რომ არ დავაზარალოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და სად დგანან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები რომლებიც არანაირ პასუხს არ აგებენ საკუთარ გამონათქვამებზე და მათ შედეგებზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)