09:06 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 20:49:44, 1174 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ნებისმიერი დესტაბილიზაცია მხოლოდ მტრის ინტერესშია და ამ სიამოვნებას ნუ მივანიჭებთ

 „ყველანი ვხვდებით, რომ ეს აქციები შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 როგორ ჩუგოშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ.

მისივე განმარტებით, შსს ყველაფერს გააკეთებს, რომ აღკვეთოს ძალისმიერი ქმედებები მომიტინგეთა მხრიდან.

„დილიდან ვაკვირდებით მოვლენებს პარლამენტის შენობის წინ. ვაკვირდებით ორ სხვადასხვა აქციას და მათი ორგანიზატორების განცხადებებს. ყველანი ვხვდებით, რომ ეს აქციები შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში. ამ სიტუაციაში აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ევალებათ ყველა ზომას მიმართონ, რათა თავიდან ავიცილოთ ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს არ მოხდეს ესკალაცია, პატრულის უფროსმა თხოვნით მიმართა, რომ არ მომხდარიყო აქციის მონაწილეების დაძვრა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან. თუმცა ასევე პირდაპირ ეთერში ვხედავთ, რომ პუშკინის სკვერში მიმდინარე აქციის მონაწილეებს წინ მოუძღვოდნენ პოლიტიკოსები. მინდა მივმართო მათ, რომ გააცნობიერონ რამხელა პასუხისმგებლობაა აქციის გამართვა და ხალხის ორგანიზება, როცა დაპირისპირების რისკი ასეთი მაღალია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ! შსს ყველაფერს გააკეთებს, რომ აღკვეთოს ძალისმიერი ქმედებები მომიტინგეთა მხრიდან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს უპირველეს ყოვლისა ორგანიზატორების და აქციის მონაწილეების პასუხისმგებლობაა. ყველამ ცოტა უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. ნებისმიერი დესტაბილიზაცია მხოლოდ მტრის ინტერესშია და ამ სიამოვნებას მტერს ნუ მივანიჭებთ“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics