|
2019-07-08 19:38:42, 2162 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე და მის პარალელურად დაგეგმილ აქციებს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე და მის პარალელურად დაგეგმილ აქციებს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენის აპარატი აქტიურად ადევნებს თვალს მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები პარლამენტის შენობის წინ დღეს დილიდან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაანონსებული ღირსების მარში გაუქმდა. შეკრებილი პირები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და „თბილისი პრაიდის“ აკრძალვას ითხოვენ. გარდა ამისა, მანიფესტანტები აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტივისტებს არ მისცემენ ანტისაოკუპაციო აქციების გაგრძელების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, უკვე 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია - “სირცხვილია“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული აქცია დღეს, 19:00 საათზე უნდა განახლდეს. აქციის შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად, ადგილზე განლაგებულია შესაბამისი აპარატურა და ბანერები. სახალხო დამცველი აქციის მონაწილეებს შეახსენებს, რომ დაუშვებელია აქციის მიმდინარეობისას ძალადობრივი ან/და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, აგრეთვე სხვა შეკრების მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა. აღნიშნული წესების დარღვევისთვის შეკრების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას აქციის ორგანიზატორის პასუხისმგებლობას, მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა თავიდან აირიდოს და აღმოფხვრას მანიფესტანტების მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევები. არსებული ვითარების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე და მის პარალელურად დაგეგმილი აქციის მონაწილეებს, გამოყონ ორგანიზატორი პირები, რომელთა შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელს გახდის ორივე აქციის შეუფერხებელ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოქალაქეთა მშვიდობიანი ფორმით გამოხატვას და უზრუნველყონ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა პირის მიერ შეკრების უფლების სრულფასოვანი რეალიზება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
პაველ ჰერჩინსკი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, ევროპული საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნებოდა
ელჩი ჰერჩინსკი კობახიძეს: რას ელით, რომ „დიპ სტეიტზე“ გაგვიმართავთ დებატებს?
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)