|
2019-07-07 16:09:21, 1112 ნახვა
პოლიტიკა
სოფიო ქაცარავა - ჩვენი რეზოლუცია კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო
50 მომხრე, 5 წინააღმდეგი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული პროექტი "უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში" ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. რეზოლუციაში ასახულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით" გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაცია და არაადამიანური მოპყრობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული დაბრუნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმის დაშვების აუცილებლობა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ხელშეწყობა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის და ინიციატივის - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მტკიცე მხარდაჭერა. "აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, შეწყდეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შელახვა, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში!"- განაცხადა სოფიო ქაცარავამ რეზოლუციის წარდგენისას. კომიტეტზე დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და უკრაინის დელეგაციების წევრებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის დაცვისკენ მოუწოდეს. რეზოლუციის პროექტის მნიშვნელობა საქართველოს დელეგაციის წევრმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ შეაფასა. „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. დოკუმენტში ასახულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების და ჰუმანიტარული ვითარება. რეზოლუცია, თავისი ჩანაწერებით, მოუწოდებს საოკუპაციო ძალას შეასრულოს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მოახდინოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და დაბრკოლება არ შეუქმნას საერთაშორისო მექანიზმების წვდომას, ასევე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის შეფასებით, კომიტეტზე რეზოლუციის განხილვის პროცესში, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მხრიდან „წარმოუდგენლად თავხედური" განცხადებები გაკეთდა. „კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი და მხარდაჭერა სწორედ საქართველოს მიმართ არის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული რეზოლუციის მიღება", - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)