|
2019-07-04 12:35:41, 2190 ნახვა
სამართალი
გიორგი ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
20-21 ივნისის რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების საქმეზე, გამოკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გიორგი ბარამიძე და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. ოპოზიციის წევრები შსს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ გამოძიების შეკითხვებს პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ. „ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ გამოკითხვაზე თანახმა ვარ, თუ არა, როცა ჩამოვალ ნებისმიერ დროს თანახმა ვარ. 28-ში დილას ჩავაბარე შს სამინისტროში წერილი, რომ თუ რამე სურდათ ეცნობებინათ დროულად, იმიტომ რომ 2 ივლისს მივემგზავრებოდი, იმის შემდეგ ჩემს ტელეფონზე არანაირი ზარი არ შემოსულა, თუ რამე უნდათ გამაგებინონ დროულად“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას. რაც შეეხება, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას, მისი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, უგულავა მზად არის მაგისტრმა მოსამართლემ გამოკითხოს.
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ
საქართველომ უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა - - ევროკომისიის ანგარიში
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)