07:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 13:16:35, 1061 ნახვა

პოლიტიკა
ზოიძე: ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანას პოლიტიკური „შავი ჭირი“, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვაშორე

,,კოლექტიური მელიას ,ამ მოძრაობის ,ამ პოლიტიკური ძალის ანამნეზი, ისტორია  სწორედ ძალადობაზე, სწორედ ასეთ გადატრიალებაზე ,დაპირისპირებაზე ,პოლარიზაციაზე, სიძულვილზე არის დამყარებული“, - ეს განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

,,სწორედ ტერორზე არის დამყარებული ,გადატრიალებაზე  არის დამყარებული და მათ არავითარი შანსი, რომ ოდესმე მოვლენ ხელისუფლებაში მშვიდობიანი ,ნებისმიერი ბარიერით, ნებისმიერი ფორმით , პროპორციული, არაპროპორციული ,შერეული, მაჟორიტარული არჩევნების პირობებში ნამდვილად აღარ დარჩათ, ეს კარგად იციან და შესაბამისად იყენებენ იმ ნაცად ხერხს, რაც მათ ანამნეზში და ავადმყოფობის ისტორიაში უკვე არსებობს“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც ზოიძე აღნიშნავს, იგი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ვერ მოახერხა პოლიტიკური ,,შავი ჭირის“,  რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, მოშორება.

იმ დღეს, როდესაც ძალიან მძიმე განხილვა გვქონდა , იგივე პარლამენტარიზმის კუთხით ვამბობ , როდესაც იმუნიტეტის მოხსნას განვიხილავდით ,მე მაშინვე დავაფიქსირე, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ გავრილოვი იქ იმყოფებოდა ,იმ სავარძელში ჩაბრძანდა, მაგრამ იმავდროულად მე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას , რადგან  მე როგორც ერთმა ადამიანმა, „ქართული ოცნების“ წევრმა ვერ მოვახერხე ამ პოლიტიკური ,მართლაც შავი ჭირის ,კიბოს მოშორება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. მე თვალებში ვერ ვუყურებ იმ ახალგაზრდებს ვინც დაშავდა, მაგრამ ძალიან მკაცრ პასუხისმგებლობას მოვითხოვ ყველა იმათის, ვინც მიზეზი იყო იმისი, რომ ეს ახალგაზრდები დაშავდნენ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის ადამიანებიც ,რომლებმაც გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას. პასუხი უნდა აგოს ყველამ და პირველ რიგში  „ ნაციონალურმა მოძრაობამ“ ,რომელიც პირველ რიგში არის მიზეზი და ამოსავალი წერტილი ,რატომაც მოხდა 20 ივნისის ღამე“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics