07:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 12:27:57, 1268 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა სურთ, ღმერთმა არ ქნას რამე მოხდეს, ეს ხელისუფლებას დაბრალდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ჟენევაში არა სიტუაციის ესკალაციისთვის, არამედ ბევრ საკითხზე მოსაზრებების გაცვლისთვის არიან ჩასულები. 

კარასინის თქმით, თბილისში ექმნილი ვითარება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არასასურველ გავლენას იქონიებს. 

„განვიხილოთ ადგილზე ვითარება, ძალის არგამოყენების დოკუმენტზე ვიმსჯელოთ. შევეცდებით უფრო უკეთესად გავუგოთ ერთმანეთს იმისათვის, რომ როგორმე გამოვიდეთ ამ არასახარბიელო სიტუაციიდან, რაც 20-21 ივნისის შემდეგ შეიქმნა. ეს არასასურველია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ამას როგორმე უნდა გადავაბიჯოთ. ორმხრივი ურთიერთობასთან ამას კავშირი არ აქვს. ეს არის საქართველოს შიდა პოლიტიკური თემა. მიდის პოლიტიკური ბრძოლა. მოდის არჩევნები. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ არ გვინდა რომ ეს მიდიოდეს ანტირუსული დაძაბულობის ფონზე. ამას უნდა როგორმე გავექცეთ. დემონსტრაციებმა, ანტირუსულმა განცხადებებმა და ლოზუნგებმა დაანგრიეს ყველაფერი. შეიცვალა მთელი სურათი. ახლა გარკვეული დრო დაგვჭირდება. უკეთესს პერიოდს უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისივე განცხადებით, რუსეთი თავისი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ ვერ დააყენებს. 

„მათ სურთ საქართველოში ტურისტებად ჩავიდნენ, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და რამე მოხდეს, მაშინ ყველა რუსეთის ხელისუფლებას დააბრალებს. ჩვენი მოქალაქეები იტყვიან, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ გათვალა მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები. ჩვენ ყოველი შემთხვევისთვის თავი დავიზღვიეთ. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ამასაც დრო სჭირდება. მთავარია ორმხრივი კეთილგანწყობა. ესაა მთავარი პირობა“, - აღნიშნა კარასინმა "იმედთან" ინტერვიუში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics