07:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 22:12:13, 1700 ნახვა

პოლიტიკა
მაკო გომური - ძალიან მინდა ახლა თქვენ გვერდით დგომა და იმის გაპროტესტება რაც გამიკეთეს - ვიდეო

“ძალიან მინდა ახლა თქვენ გვერდით დგომა. თქვენ დგახართ მანდ და აპროტესტებთ იმას, რაც გამიკეთეს. - პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, 21 ივნისს დაშავებულმა მაკო გომურმა მიმართა.

""მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაგვლანძღავს. ჩვენზე იტყვის ცუდს. მაგალითად, ორი საათის წინ, ვინმე შოთა აფხაიძემ ტვინგამორეცხილი LGBT პირი მიწოდა. არ მინდა, ასეთმა ფაქტებმა ბრძოლის უნარი დაგაკარგინოთ, თქვენ რომ გაქვთ ბრძოლის უნარი, მერე მე ეს მაძლევს ბრძოლის უნარს და ამით მაქვს ძალა, რომ თქვენ გხედავთ, როგორ იბრძვით ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ჩემთვის თქვენ ხართ გმირები იმიტომ, რომ არ ნებდებით, არ ნებდებით არც ერთი წუთი... მინდა იცოდეთ, რომ მე მჯერა თქვენი. მჯერა იმის, რისთვისაც დგახართ მანდ... მანდ სამშობლოს გამო დგახართ, უსამართლობის გამო, რაც მოხდა 20 ივნისს... ვინც დავშავდით, მინდა, ვიყოთ ბოლო ადამიანები, რომლებიც დაგვასახიჩრეს 20 ივნისის ღამეს... თუ ვიღაც დღეს ჩვენზე ამბობს ცუდს, იმიტომ ამბობს, რომ ვერ ხედავს იმ უსამართლობას, რაც ხდება. მინდა, რომ თავისუფალ და დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ ერთად", — მიმართა მაკომ აქციის მონაწილეებს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics