05:28 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 18:14:18, 1497 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ მონაწილეობა მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) ფორმატში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონზე გამართულ სხდომას დაესწრო.

„როგორც ნატოს კრიტიკულმა პარტნიორმა ქვეყანამ, დღეს მონაწილეობა მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხის განხილვაში, თუ რა მდგომარეობაა ავღანეთში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ მონაწილეობა მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. პრინციპულად ვუჭერთ მხარს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ლიდერობით დაწყებულ პროცესს, რომელიც სამშვიდობო დიალოგს უკავშირდება და ავღანეთში ყველა სუბიექტის ჩართულობით გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. მივიჩნევთ, რომ სამხედრო კომპონენტთან ერთად, ამ დიალოგს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, მის მოადგილეს როუზ გოტმიულერსა და უცხოელ კოლეგებს შეხვდა.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics