12:06 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 17:09:51, 6005 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ბრიუსელში უცხოელ კოლეგებს შეხვდა

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შვედეთის, რუმინეთისა და ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების გზებზე იმსჯელა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ტოტალური თავდაცვის ძირითად ასპექტებზე.

„რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი განვიხილეთ. შვედ კოლეგასთან საუბარი საქართველოში ტოტალური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მიღწეულ შედეგებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა კეთდება შვედეთში ამ მიმართულებით, რომ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. ჰოლანდიელ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მადლიერება იმ წვლილისთვის, რაც ამ ქვეყანამ შეიტანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და, განსაკუთრებით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმეში, რომლის იუბილესაც ხვალ ვიზეიმებთ საქართველოში და მას ახლო მომავალში ველოდებით საქართველოში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

26-27 ივნისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ სხდომას დაესწრო და შეხვედრები გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილესთან როუზ გოტმიულერთან.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics