|
2019-06-27 15:45:48, 2577 ნახვა
სამართალი
პროკურორი მელიაზე - არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე
„მხედველობაში ვიღებ საფრთხეეს, რაც არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, ნიკა მელიას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის სახით“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ მელიამ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული გირაოს გამოყენების პირობა დაარღვია. „მხედველობაში მიიღება ის გარემობაც, რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფართდებული გირაო, აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მის წინააღმდეგ არის გამოყენებული, დაარღვია. მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, ის გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად და ჩასაბარებლად. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს სასამართლოს მხრიდან მტკიკცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. შესაბამისად, ყველა ეს საკითხი სხდომაზე დეტალურად იქნება განხილული. საქმეში არ მოიპოვება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები. გუშინაც აღვნიშნეთ, საქმეზე ბუნებრივია დაიკითხებოდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მიმდინარე მოვლენებში. საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, არამედ ის პირები, ვინც მისული იყვნენ მიტინგზე და წარმოადგენდნენ რიგით მოქალაქეებს“, - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მელიას პროკურატურა სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დრონები რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, როსტოვში ოთხი ადამიანი დაშავდა
7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ელჭექი და სეტყვა
ეგვიპტელ ტელეწამყვან სარა ხალიფას და კიდევ 11 პირს ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმეში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ირანი აშშ-ს ტანკერების თავდასხმის შემდეგ უფრო ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)