|
2019-06-27 12:27:32, 1151 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: პრემიერის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაცია გაიმართება
საქართველოს პრემიერმინისტრი ყოველწლიური ანგარიშით მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ წარდგება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება. „მიმდინარე სასესიო კვირაში დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენების წარდგენა. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მოხსენება შეეხება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას. პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენება პირველად იმართება იმ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ და ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ და ამით საფუძველი უნდა ჩაეყაროს ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო ტრადიციას - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ხაზგასმით ვამბობ, როგორც პარლამენტის, ასევე, მთავრობისთვის. თუმცა, ყველასთვის ცხადია, რომ არსებულ ვითარებაში, შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება, ჩვენი სურვილი არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ოპოზიციამაც მშვიდ, სამუშაო რეჟიმში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში, ამის გათვალისწინებით, ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, პარლამენტსა და პრემიერმინისტრს შორის კონსულტაცია გაიმართება და პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენება, შესაძლოა, გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ასევე გაიმართება კონსულტაციები ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად. „გაიმართება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის შესაბამის წევრებს შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად. ეს საკითხიც არ დარჩება ყურადღების გარეშე. როგორც თქვენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე, ოპოზიციას, ექნება შესაძლებლობა, რომ შესაბამის, წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში ვიმსჯელოთ განვითარებულ მოვლენებზე, გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები, შედგეს სრულფასოვანი დებატი და მოვუსმინოთ შესაბამის მინისტრებს იმ საკითხებზე, რომელიც პირდაპირ იყო ამ მიმდინარე მოვლენებთან კავშირში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)