|
2019-06-23 17:53:38, 1144 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - განცხადება, რომ მერიამ პარლამენტიდან აპარატურა მოიპარა, დიდი ტყუილია
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უპასუხისმგებლო განცხადება და მიზანმიმართული ტყუილი უწოდა კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციები და აპარატურა თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა. კახა კალაძის თქმით, კონსტრუქციები, „თბილსერვისჯგუფის“ მიერ დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში, დროებით იქნა გატანილი და ისევ ადგილს უბრუნდება. „პირველ რიგში, უპასუხოდ ვერ დავტოვებდი კონკრეტული პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვინც ცდილობს, სახელი შეუბღალოს დედაქალაქის მერიას, მის შესაბამის სამსახურებს და რაც მთავარია, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. დასუფთავების სამსახური ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას. ამ სამსახურის წარმომადგენლები, ყოველდღიურად, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და თითოეულ მათგანს ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. სამსახურის მიერ რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია, დილის საათებში დასუფთავდა. რადგან ადგილზე არ იყო პასუხისმგებელი პირი, ვინც კონსტრუქციებზე იტყოდა, რომ მათია, დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში ინფრასტრუქტურა დროებით გადატანილ იქნა საწყობში, ხოლო მას შემდეგ, როგორც კი გამოუჩნდა პატრონი, ბრუნდება უკან. ამასთან, მოვისმინეთ განცხადებები, რომ თითქოს მერიამ მოიპარა ტერიტორიიდან გახმოვანების აპარატურა, რაც არის დიდი ტყუილი. თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ რაიმე მორალური გრძნობა, ვთხოვ, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებს გავრცელებული დეზინფორმაციისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სცენის კონსტრუქციები ტერიტორიის დასუფთავების ფარგლებში დროებით იქნა გადატანილი, ხოლო გახმოვანების აპარატურა დასუფთავების სამსახურს ადგილზე არ დახვედრია. რაც შეეხება ჯებირებს, მასთან დაკავშირებით მოთხოვნა კეთდება დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციაში და ადმინისტრაცია შესაძლებლობის ფარგლებში გამოყოფს კონკრეტული რაოდენობის ჯებირებს ქალაქში გამართული ღონისძიებების გათვალისწინებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)