00:51 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 14:37:35, 953 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - თუ ირაკლი კობახიძე არ გადადგება, იმპიჩმენტის პროცედურას დავიწყებთ

„ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ყოველგვარი რაციონალური პოლიტიკის ზღვარს სცილდება და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული თავმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვას“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარეის სავარძლის დაკავებას.

საპარლამენტო უმცირესობა მომხდარი გამო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგომისკენ მოუწოდებს, წინააღდეგ შემთხვევაში კი, იმპიჩმენტის დაწყებას აანონსებს.

„საპარლამენტო უმცირესობის, პარტია „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს აუცილებლად უმაღლეს დონეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მოვუწოდებთ ბატონ კობახიძეს აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს, თუ ამას არ გააკეთებს დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას და დარწმუნებული ვარ მივიყვანთ ბოლომდე. რადგან იმპიჩმენტს სჭირდება დრო, მოვუწოდებთ მას თავად გადადგას ნაბიჯი და მათ მოწმინდოს სირცხვილი, რომელიც ვიხილეთ პარლამენტში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics