|
2019-06-20 13:22:00, 1029 ნახვა
პოლიტიკა
„კობახიძე=გავრილოვს!“- შაქარიშვილმა კობახიძის სავარძელი დერეფანში გამოიტანა და მისი იმპიჩმენტი მოითხოვა [ფოტო]
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მოითხოვს. როგორც შაქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსი დეპუტატისთვის სერგეი გავრილოვისთვის დღის წესრიგი სწორედ ირაკლი კობახიძემ მოამზადა. მან განრიგი ჟურნალისტებს აჩვენა და დასძინა, რომ ის რუსულ ენაზეა შედგენილი. გარდა ამისა, შაქარიშვილმა პოარლამენტის დერეფანში განთავსებულ ბანერზე, რომელიც მართლმადიდებლური სამარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში არის განთავსებული, სხვადასხვა შინაარსის წარწერები გააკეთა, კერძოდ: "კობახიძე=გავრილოვს!" და "პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს". ამასთან, ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი კობახიძის სავარძელი დერეფანში გამოიტანა, დეპუტატისთვის შედგენილი განრიგი დემონსტრაციულად დახია და ქაღალდები თავმჯდარის სკამზე დაყარა. ცნობისთვის, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრება. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეა პარლამენტში იმართება. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია და მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)